არც აზერბაიჯანის საელჩო და არც ვახტანგ გომელაური ვერ გადაწყვეტს ვინ დაისჯება, ამას გამოძიება დაადგენს - გომელაური

17 მაისი 2021, 21:42 711 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის საელჩოს განცხადება შეაფასა.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავე პირების პასუხისგება კანონის ფარგლებში მოხდება. 

"მიმდინარეობს გამოძიება ამას არც აზერბაიჯანის საელჩო და არც ვახტანგ გომელაური, არ წყვეტს. ამას წყვეტს კანონი და გამოძიება. აქედან გამომდინარე, ვინც გამოიკვეთება, დაისჯებიან", - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

ცოტახნის წინ, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ, დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც დაპირისპირებაში მონაწილე პირების დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

"აზერბაიჯანის საელჩო ეწინააღმდეგება დმანისის კონფლიქტის განხილვას პოლიტიკურ ჭრილში და მის დაყვანას ეთნიკურ კონფლიქტამდე განსაკუთრებით იმ ფონზე როცა ჩვენს სახელმწიფოებს შორის არის მჭიდრო ურთიერთმეზობლური და სტრატეგიული თანამშრომლობა.

საელჩო მიიჩნებს, რომ მომხდარი და მასში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა კრიმინალთან მიმართებით ითვალისწინებს. მოუწოდებს თანამემამულეებს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას" - წერია საელჩოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი