რატომ დატოვა პოსტი პარკირების სამსახურის უფროსმა

17 მაისი 2021, 20:06 1251 ნახვა

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პარკირების სამსახურის უფროსმა ირაკლი თავდგირიძემ დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც ის ამბობს, განცხადების დაწერა მას სამსახურის უფროსმა, არჩილ კონცელიძემ მოსთხოვა.

თავდგირიძე აცხადებს, რომ  სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი ექსპრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ გამოჩენილი სიმპათიაა, რასაც ის არასდროს მალავდა.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში სატელევიზო კომენტარზე უარი გვითხრეს. სიტყვიერი განმარტებით კი განაცხადეს, რომ თავდგირიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი