სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც კანონი დაარღვია - ვახტანგ გომელაური დმანისში ჩავიდა

17 მაისი 2021, 15:04 910 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ. 

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში დამატებითი ძალების შეყვანა გახდა საჭირო, რადგან ხალხის სიმრავლის გამო მათი კონტროლი ვერ მოხდა.

გომელაურის განცხადებით, სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც კანონი დაარღვია.

"ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, გუშინვე დავიწყეთ გამოძიება, ყველა დაისჯება სრული სიმკაცრით. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.

გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვები ახლაც მიმდინარეობს, დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ.

გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყვნენ შემოყვანილი, თუმცა სამწუხაროდ არ იყო ეს ძალები საკმარისი. რაც იყო, 150, 200 კაცი იყო რეალურად თუ არის მშვიდობიან დროს, გაათმაგებული იყო.

ვერ მოხდა ამოდენა მასის კონტროლი, მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა და განიმუხტა სიტუაცია. ამიტომ ვერ მოხერხდა ამ ადამიანების უსწრაფესად შეჩერება.

დღეს მგონი არავინ არ არის დაკავებული. გუშინდელ ინცინდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზეა გადაყვანილი რამდენიმე ადამიანი. თუ დავაკავებთ აუცილებლად გაცნობებთ.

ამ თემას [ეთნიკურ დაპირისპირებას] არ დავუშვებთ. ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობარია და ეს არ უნდა დავუშვათ. ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, არის ქვეყნის მტრობა"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი