კვების ობიექტები მომხმარებლებს შაბათ-კვირასაც მიიღებენ, თუმცა ღია სივრცეში

17 მაისი 2021, 13:05 1519 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კვების ობიექტები მომხმარებლებს შაბათ-კვირასაც მიიღებენ, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეში. 

ამისთვის კი ობიექტების მეპატრონეებს წესების და რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. 

''საქართველოს მასშტაბით აკრძალულია შაბათ-კვირას კვების ობიექტების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე. აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიური ტენდენციაზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში პირველი ივნისიდან ამ ამიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქებაც იქნას მიღებული'' - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ. 

ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვა, რომელიც სასტუმროებში არსებულ რესტორნებზე მოქმედებდა და 9 საათიდან მათი ფუნქციონირება აკრძალული იყო, დღეიდან  ეს შეზღუდვაც იხსნება. ასეთ რესტორნებს სტუმრის მიღება 23:00 საათამდე შეეძლებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი