ქვეყანაში არსებული ეპიდსტატისტიკა ჯერჯერობით დამაიმედებელს ვერაფერს გვეუბნება. ბოლო 24 საათში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა.
დაფიქსირდა კოვიდ 19-ით ინფიცირების 1 576 შემთხვევა. მაშინ როცა კორონავირუსისგან დასაცავად ერთადერთ გზად ვაქცინაციას ასახელებენ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ აცრის მსურველთათვის რეგისტრაცია შეფერხებულია.
საუბარია სინოფარმის ვაქცინაზე. რაც შეეხება სინოვაკს რომლის 100 ათასი დოზა საქართველოშია ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა ჯანმოს ავტორიზაციას.