მაუწყებელი დამიანესთვის. ამჯერად დილის ტალღის ინიციატივით გადაცემა ეს შუადღესთან ერთად 4 წლის დამიანე ნაცვლისშვილის დასახმარებლად ისევ ერთიანდება. ტელევიზიის ეზოში მემედ აბაშიძის 41-ში მსურველებს ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების შეძენა შეუძლიათ.
აქვეა წარმოდგენილი მაუწყებლის თანამშრომელთა ხელნაკეთი ნივთები. გახსოვდეთ, რომ ყოველი ლარი 4 წლის დამიანეს მძიმე სენის დამარცხებაში დაეხმარება. პატარა დამიანეს „ბურტიკის ლიმფომის" უმძიმესი ფორმა დაუდგინდა. ის ამჟამად გერმანიაში მკურნალობს რასაც სოლიდური თანხა სჭირდება. საქველმოქმედო აქცია 14 საათამდე გაგრძელდება.