ახლო აღმოსავლეთში აფეთქებებისა და სირენების ხმა არ წყდება

14 მაისი 2021, 20:05 472 ნახვა

ისრაელის არმიის ტანკებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს რამდენიმე პალესტინელის  მიმართულებით, რომლებმაც დღეს  სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა   სცადეს.  სროლის  შემდეგ  ისინი ლიბანის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. საზღვარზე ახლა სიმშვიდეა აღდგენილი.

გუშინ ისრაელის მიმართულებით ლიბანის მხრიდან გრადის კლასის რაკეტები გაუშვეს. ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანიდან სამი რაკეტის გაშვება დაადასტურა.

ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის ქალაქ ბეერ შევას მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებ განაცხადა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში