აჭარის მთავრობის თავმჯდომარე "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

13 მაისი 2021, 14:18 1016 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო.

თორნიკე რიჟვაძე "სინოფარმის" ვაქცინით, ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში აიცრა. მან რამდენიმე წუთი დაყოვნების ოთახში გაატარა, მანამდე კი ექიმების კითხვებს უპასუხა. 

მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას  ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

"ვაქცინაციით უნდა შევძლოთ როგორც სიცოცხლის გადარჩენა, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, თვის ბოლოსთვის  იქნება ყველა ის მონაცემები, რომლებიც საშუალებას მისცემთ იმსჯელონ, როგორც კომენდანტის საათთან დაკავშირებით, ასევე ტურისტული სეზონის ჩატარებასთან დაკავშირებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი