საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

11 მაისი 2021, 19:35 1043 ნახვა

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

"ქალაქ ლოდში მაცხოვრებელთა საყურადღებოდ. არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან - დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებიდან. ამ წუთებში არის შეტაკება პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ისრაელის და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიშები დაიწყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში 24 პალესტინელი, მათ შორის, 9 ბავშვი დაიღუპა. 

გუშინ, საელჩომ ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის, განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.

შექმნილი ვითარების გამო,  10 მაისს ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში