თუ ''ძალიან არ გავლაღდებით'' ორი კვირის ფარგლებში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს - ამირან გამყრელიძე

11 მაისი 2021, 12:40 1111 ნახვა

გარკვეული პარამეტრების მიხედვით ვფიქრობთ ვართ პიკში. ყველაფერს ისე თუ დავიცავთ, რომ ძალიან ''არ გავლაღდებით'', ალბათ ორი კვირის ფარგლებში ინფექციამ თანდათან უკუსვლა უნდა დაიწყოს - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 

ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.

„სასიამოვნოა, რომ ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 76 პროცენტზე დაფიქსირდა, რაც იდეალური არ არის, მაგრამ ბევრად მეტია, რაც აპრილის დასაწყისში იყო. ადამიანები მეტად ხმარობენ პირბადეს, რომელიც ყველაზე კარგი დაცვის საშუალებაა. სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით საუბარი არ არის სხვა შეზღუდვის შემსუბუქებაზე, რადგან ჩვენ პიკში ვართ. სამწუხაროდ, დღეს დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ციფრი გვქონდა სიკვდილობის, ამასაც ვამბობდით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში