ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგი ჩატარდება

08 მაისი 2021, 18:31 1280 ნახვა

სახალხო დამცველი გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ ნინოწმინდის პანსიონისთვის გამოცემულ დროებით ღონისძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავშესაფარში ბენეფიციართა საჭიროებები კვლავ უგულებელყოფილია.ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველს ჯერ კიდევ არ ეძლევა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებია გატარებული  პანსიონში. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გაეროს ბავშვთა კომიტეტის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ბენეფიციარების მდგომარეობა უნდა შემოწმდეს. ცნობისთვის, 15 აპრილს სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში  არ შეუშვა.ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი