ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით არგუმენტები მმართველი პარტიისგანაც მოისმინა. რამდენიმე საათის განმავლობაში ორბელიანების სასახლეში შეხვედრები გამართა ,,ქართული ოცნების“ ლიდერებთან. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრი.
ოპოზიციის ნაწილს ისევ აქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ალტერნატიულ კანონპროექტს დააინიცირებენ.