დაადებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ვეტოს და ისარგებლებს თუ არა მისი დისკრეციული უფლებით პრეზიდენტობის ვადაში პირველად? პრეზიდენტის პოზიცია უცნობია. სალომე ზურაბიშვილი ოპიზიციონერი პოლიტიკოსებისგან კანონპროექტის შესახებ მოსაზრებებს მთელი დღის განმავლობაში ისმენდა გუშინ.