პედაგოგების ვაქცინაციის პროცესი

07 მაისი 2021, 11:46 986 ნახვა

მასწავლებლები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ და როგორც ამბობენ, ამით მაგალითი მისცეს  საკუთარ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აცრა კორონავირუსზე იმერეთისა და გურიის რეგიონების პედაგოგებს უტარდებათ. ამასთან როგორც უწყებაში ამბობენ,  დასვენების დღეების მიუხედავად, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ინტენსიური ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში