საქართველოში კორონავირუსის 1 547 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

07 მაისი 2021, 10:57 1057 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 541 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 212, პისიარტესტით – 11 329.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,06 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,66 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,76 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 77, შიდა ქართლი - 43, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117, კახეთი - 52, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 188, საიდანაც 4 354 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 504, აჭარაში - 521, იმერეთში - 428.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში - 481, აჭარაში - 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 10, იმერეთში - 12.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი