ისრაელი ევროსაბჭოს კოვიდ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდა

06 მაისი 2021, 14:53 982 ნახვა

ისრაელი იმ ქვეყნების სიაში შევიდა, რომლებთანაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს  მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმება შეუძლიათ. გადაწყვეტილება ევროსაბჭომ მიიღო. „ევროკავშირში არა-გადაუდებელი აუცილებლობის მიზნით მოგზაურობაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების   გაუქმების რეკომენდაციის შესაბამისად გადახედვის შემდეგ, საბჭომ განაახლა ქვეყნების სია, რომლებისთვისაც უნდა მოიხსნას სამოგზაურო შეზღუდვები, ისრაელის დამატებით“, – აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირის საბჭო კორონავირუსის გავრცელების მხრივ უსაფრთხო ქვეყნების სიას  ყოველ ორ კვირაში გადახედავს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს. ამჟამად, ეპიდემიოლოგიური ვითარების კუთხით ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაშია:  ავსტრალია, ისრაელი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ჩინეთი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი