ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

05 მაისი 2021, 11:55 1351 ნახვა

მექსიკაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, ჰოსპიტლებში კი, 79 ადამიანია გადაყვანილი. მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის თქმით, გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს და არავინ დარჩეს დაუსჯელი.  ადგილზე სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ , მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკაც . შემთხვევა მექსიკაში 4 მაისს, საღამოს საათებში მოხდა. მეტროს მე-12 ხაზის ესტაკადა მატარებელთან ერთად ჩამოინგრა და ქვევით მოძრავი მანქანები ქვეშ მოიყოლა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი