არჩევნები ამერიკაში – ბოლო მონაცემები

09 ნოემბერი 2016, 00:00 4881 ნახვა

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა,  ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატაში-სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში  მანდატების უმრავლესობა შეინარჩუნა.  კონგრესის ქვედა პალატაში რესპუბლიკელებმა  435-დან 224 ადგილი მოიპოვეს, გამარჯვებისთვის კი  218 ადგილი იყო საკმარისი.  რესპუბლიკურმა პარტიამ უმრავლესობა შეინარჩუნა სენატშიც, რომელიც  ამ არჩევნებზე  მესამედი შემადგენლობით განახლდა. არჩევნები 34 ოლქში გაიმართა. ეს ნიშნავს, რომ  დონალდ ტრამპის თანამებრძოლებმა კონგრესის ორივე პატალაზე სრული კონტროლი მიიღეს და მათ დაექვემდებარება ფედერალური აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება.  დღემდე რესპუბლიკელები სენატს  მინიმალური უპირატესობით აკონტროლებდნე- მათ 54 ადგილი ჰქონდათ, დემოკრატებს კი 44, ხოლო კონგრესის ქვედა პალატაში რესპუბლიკელები 435 ადგილიდან მხოლოდ 247-ს ფლობდნენ.

ამავე კატეგორიაში