დღეიდან 12 მაისის ჩათვლით, ქვეყანაში გამოცხადებულია უქმე დღეები. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 9 აპრილს მიიღო და დამსაქმებლებსაც მიმართა თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანის რეკომენდაციით. არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. თუმცა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. ისვენებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები.