მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

02 მაისი 2021, 12:05 931 ნახვა

მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს. სააღდგომო ლიტურგია ქვეყნის თითქმის ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა. სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოქმედ ტაძრებშიც. ბათუმის მთავარ საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა. წირვას დაესწრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ტაძარი მომლოცველებით იყო სავსე, ამის გამო კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული დისტანციის დაცვა რთული იყო, თუმცა ყველას ეკეთა პირბადე. მრავლად იყო ხალხი ტაძრის ეზოშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში