ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია 22:00 საათიდან დაიწყება

01 მაისი 2021, 15:09 1015 ნახვა

ცნობილია, რომ  საქართველოში წმინდა ცეცხლი 8 საათზე იქნება, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გარდამოვიდა.იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები დღეს, დილის ცხრიდან ათ საათამდე მივიდნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიციამ და საპატრიარქოს წარმომადგენელებმა კორონავირუსზე ვაქცინირებული პირები ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვეს. ვისაც არ ჰქონდა გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩნენ. წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი