ოპოზიციის მორიგი შეხვედრა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, ოპოზიციამ გადაწყვიტა საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთოს. არადა, ისინი სრულფასოვნად საკანონმდებლო პროცესში ჩართვას ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ გეგმავდნენ. ხელისუფლების ოპონენტები ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ამ საკითხზე არიან შეკრებილები, შეაჯერებენ გეგმებს უახლოესი კვირებისთვის.