აშშ-ს საელჩოს კრიტიკული განცხადება კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე

30 აპრილი 2021, 12:00 851 ნახვა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური უწყებაში იმედგაცრუეაბს გამოთქვამენ და განმარტავენ, რომ მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა, რადგან  დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციები არ გამართა. ციტატა: ,, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით“.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში