ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებს - ოპოზიცია და მესამე სექტორი რეპრესიული კანონპროექტის კიდევ უფრო მკაცრ ვერსიას უწოდებს. ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციები იზრდება.