დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება

29 აპრილი 2021, 11:26 735 ნახვა

დღეს დიდი ხუთშაბათია. ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყო.

წირვის ბოლოს ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდება. უწმინდესი, ტრადიციისამებრ, 12 მღვდელთმსახურს ფეხს დაბანს, როგორც ეს მოციქულების მიმართ თავმდაბლობის ნიშნად უფალმა აღასრულა.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

ეკლესიური სწავლებით ამ დღეს ყველა მორწმუნე უნდა ცდილობდეს ეზიაროს მაცხოვრის წმიდა ხორცსა და სისხლს, რათა მარადიული ცხოვრება დაიმკვიდროს ცათა სასუფეველში, როგორც ამას თვით უფალი გვამცნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი