შპს „ ჯორჯიან მანგანეზსა „ და დასაქმებულებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ დღეს შესაბამისი დოკუმენტი პროფკავშირებთან გაფორმდა. დოკუმენეტი იმის გარანტიაა, რომ 2021 - ი წლის პირველი მაისიდან კომპანიის თანამშრომლები ახალი ხელშეკრულების საფუძველზე იმუშავებენ.
შეთანხმების მიხედვით, მუშა - მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურება 250-ი ლარით გაიზრდება, დასაქმებულები წელიწადში ოთხჯერ მიიღებენ ფულად საჩუქარს.
დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახალი ხელშეკრულებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება შრომითი ანაზღაურება.