კორონავირუსის სამკურნალო აბები წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება - ფაიზერი

28 აპრილი 2021, 15:40 1523 ნახვა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული აბები 2021 წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კომპანიას ხელთ აქვს სარწმუნო ცნობები, რომ ანტივირუსული აბები ეფექტური იქნება კორონავირუსის ყველა შტამის წინააღმდეგ. ასევე განმარტა, რომ კომპანია ორი ანტივირუსული საშუალების ტესტირებაზე მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების კლინიკური გამოცდა შეერთებულ შტატებსა და ბელგიაში მიმდინარეობს და მასში მოხალისეები მონაწილეობენ.

Pfizer-ი დეტალურ ინფორმაციას კორონავირუსის სამკურნალო აბებზე ზაფხულში გაავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი