გიორგი რურუამ გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მას ციხის კართან ოჯახის წევრები, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დახვდნენ.
რურუამ საქართველოს მეგობრებს და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ის ელჩს, ქალბატონ დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს, კარ ჰარცელს, ჩვენს მეგობრებს სენატში, შაჰინს და რიშს. ევროპარლამენტარებს, ჩვენს დიდ მეგობარს კუბილიუსს და სხვებს", - განაცხადა რურუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი.