დღეს, პრეზიდენტმა სავარაუდოდ გიორგი რურუას შეწყალების აქტი უნდა გამოსცეს. გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა, წინა კვირას მიიღო, როდესაც უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი შარლ მიშელის მიერ გამოგზავნილ - ხუთპუნქტიან დოკუმენტს მოაწერეს. გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობად პრეზიდენტმა, ქვეყნისა და საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში დაბრუნება და გამოწვევების გამკლლავება დაასახელა.