მთავრობის მიერ დაწყებული ყველა დანარჩენი პროგრამა გადაეწყობა რეგიონალურ ჭრილში - ეკონომიკის მინისტრი 

26 აპრილი 2021, 13:45 773 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, განახლებული რეგიონები, ეს არის მასშტაბური პროგრამა, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს. ნათია თურნავას თქმით, პროექტი 63 მუნიციპალიტეტში განხორციელდება და პროგრამისთვის  დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარია გათვალისწინებული.

მინისტრის განმარტებით, განახლდება მუნიციპალიტეტების ისტორიული ცენტრები და ტურისტებისთის ახალი  მიზიდულობის წერტილები გაჩნდება.

მინისტრი ამბობს, რომ მთავარი აქცენტი კეთდება რეგიონებზე. მისივე განცხადებით, მთავრობის მიერ დაწყებული ყველა სხვა პროგრამა, მათ შორის ''აწარმოე საქართველოში'' რეგიონალურ ჭრილში გადაეწყობა.

''პანდემიის მიუხედავად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურისტული ინდუსტრია აღდგეს. ამ პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ძალიან საინტერესო, უნიკალური, ახალი მიზიდულობის ცენტრები რეგიონებში და - არა მხოლოდ დიდ ქალაქებში. ზოგადად, ჩვენი ყველა დანარჩენი პროგრამა გადაეწყობა რეგიონალურ ჭრილში და კონკრეტული პროგრამების პაკეტებს შევთავაზებთ თითოეულ მუნიციპალიტეტს. ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, კერძო ბიზნესის აქტივობები, რომლებიც ყოველთვის მოჰყვება სახელმწიფო პროგრამებს“- განაცხადა ნათია თურნავამ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტისთვის 500 მილიონ ლარს დახარჯავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში