2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა ამირან აშბას. სასამართლო პროცესის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს აშბას ოჯახის წევრებმა.
ისინი პოლიციას მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ პრობაციონერ ამირან აშბას პოლიცია დანის ტარებას ედავება, მათი მტკიცებით ცივი იარაღი იმ მანქანის მესაკუთრეს ეკუთვნის სადაც აშბა ჩხრეკის დროს იჯდა, თუმცა ოჯახის წევრების თქმით გამოძიებას მანქანის მფლობელი არ გამოუკითხავს. განმარტავენ, რომ საქმეში ჩხრეკის ამსახველი ვიდეო მასალაც არ არსებობს.
ამირან აშბა 10 წლის წინ ნასამართლევია და პატიმრობიდან პირობით არის გათავისუფლებული.