ხელვაჩაურის მერიამ ტენდერში გამარჯვებული 22 კომპანია 100 ათასი ლარით დააჯარიმა. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, დაჯარიმებულმა კომპანიებმა სატენდერო პირობების მიხედვით დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს, ასევე დაარღვიეს სამუშაოების შესრულების ვადებიც.
ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით დაჯარიმებული კომპანიები სალიბაურის ამბულატორიის რეაბილიტაციას , წყლის სისტემის კეთილმოწყობას და მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ლოკაციაზე ფერდსამაგრ სამუშაოებს ასრულებენ. კომპანიების ნაწილმა საჯარიმო სანქცია უკვე დაფარა, ნაწილი კი სამუშაოებს აგრძელებს.