საქართველოში ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებების და შესაძლებლობების შესწავლის მიზნით -„ახალგაზრუდული ორგანიზაციების მდგომარეობის” კვლევა ჩატარდა. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების არსებული რესურსების, სტრუქტურისა და მუშაობის სისტემის მოკვლევა და მათი გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, მათი შემდგომი გაძლიერების მიზნით.
კვლევის შედეგები დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებს დაეხმარება არსებული სიტუაციის გაანალიზებაში, გამოწვევებისა და პრობლემების იდენტიფიცირებაში.