ბათუმში რიგით მე-10 საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენა დასრულდა.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გამოფენა 3 დღის განმავლობაში ვირტუალურად მიმდინარეობდა. სამშენებლო ონლაინ გამოფენაში მონაწილე კომპანიებმა სხვადასხვა თემაზე იმსჯელეს.