რომელ სოფლებს მიეწოდება 1 მაისიდან წყალი გრაფიკით?

24 აპრილი 2021, 12:08 1343 ნახვა

წყალი გრაფიკით ხელვაჩაურში. ჩაისუბნის, წინსვლის, სალიბაურის , განთიადის და მახინჯაურის მოსახლეობას პირველი მაისიდან წყალი გრაფიკით მიეწოდება. ხელვაჩაურის წყალკანალის  უფროსის ინფორმაციით , აბონენტების წყლის გრაფიკზე გადაყვანა , წყლის დებეტის სიმცირემ გამოიწვია.

დავით მიქელაძის განცხადებით მოსახლეობა წყალს არარაციონალურად მოიხმარს, რასაც აბონენტების სიმრავლეც ემატება, რის გამოც გვალვების პერიოდში წყლის რაოდენობა ამ სოფლებში საგრძნობლად მცირდება. რაც შეეხება გრაფიკს, მიქელაძის ინფორმაციით 24 საათის განმავლობაში სავარაუდოდ  სამ  საათიანი გრაფიკი იქნება.

ცნობისთვის, ხელვაჩაურის წყალკანალის  ბალანსზე 18 ათასი ოჯახია რეგისტრირებული . გასულ წელს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის 573 ათასი ლარი დაიხარჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი