ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლოქდაუნის და ბიზნესის დახურვის გარეშე გავიდეთ ფონს - ნათია თურნავა

23 აპრილი 2021, 19:28 463 ნახვა

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლოქდაუნის, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მაისში აპირებს ეტაპობრივად შეხვდეს ყველა ბიზნესინდუსტრიას, ყველა დარგს. ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

"მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დიდი ნაწილი 2020-2021 წელს მიმართულია სწორედ ტურიზმის ინდუსტრიისკენ - ეს არის საგადასახადო შეღავათები, ეს არის სპეციალური პროგრამები, მათ შორის პროგრამის ''აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები, რაც ჩვენ შევქმენით, ასევე ბევრი სხვა სახის ხელშეწყობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის ეტაპზეა, მაინც გაიხსნა საერთაშორისო ფრენები, რასაც თანდათან ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში