ხვალ დილიდან საღამოს 21:00 საათამდე ხელვაჩაურის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდება

23 აპრილი 2021, 11:33 855 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილატაციო სამუშაოების, გამო ხვალ 24 აპრილს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ხელვაჩაურის ძველი ქსელის აბონენტებს.

კერძოდ: შარაშიძის ქუჩას, მაჭავარიანის ქუჩას, მაჭავარიანის ქუჩის პირველი და მეორე შესახვევებს, მიქელაძის ქუჩას, შაშიკაძის ქუჩას, ხაბაძის ქუჩას, კაკაბაძის ქუჩას, ოპიზრების ქუჩას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში