უკრაინასა და საქართველოს შორის საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების გაცვლის პროცედურის თაობაზე ინოვაციური ტექნოლოგიების და საინფორმაციო სისტემების შექმნა იგეგმება.
შესაბამის მემორანდუმი უკვე გაფორმდა, რისი მიზანიც უკრაინასა და საქართველოს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვების გაცვლის, სატრანსპორტო პროცედურების კონტროლის გამარტივება და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნაა.
მხარეები შეძლებენ დღეისათვის არსებული ქაღალდის ნებართვების და მათი ხელით კონტროლის სისტემის სრულად ციფრულ ფორმატში გადაყვანას.