სარფში არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს

21 აპრილი 2021, 11:34 916 ნახვა

სარფში მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ბ., რომელსაც გადაჰქონდა ტრანზიტული ტვირთი, რისკის პროფილის საფუძველზე, წითელი დერეფანი განესაზღვრა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, 38 758 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (78.53 კილოგრამი) გამოვლინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი