ოპოზიციის ეს ნაბიჯი არ არის სისუსტე, ეს არის გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო - შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 18:23 1217 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

შარლ მიშელის განცხადებით, ოპოზიციის ნაბიჯი, რომელიც გამოხატა თავისი პოლიტიკური ინტერსების გვერდით გაწევით ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე, რომელიც ამ მომენტისთვის იყო საჭირო.

მისივე განცხადებით, მათ ერთად უნდა იმუშაონ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.

"ეს რეფორმები  არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის უკეთესს მომავალს იმისათვის, რომ გაიხსნას გზა სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, საერთო ინტერესები დემოკრატიის, რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ", - განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს პანდემიის პირობებში 400 მილიონი ევროთი ეხმარება.

"ევროკავშირი გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, იმას, რომ  ორმხრივი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალურია.

მე გარწმუნებთ, რომ ყველა ეს წარმატება იქნება მიღწეული ერთობლივად დემოკრატიის სიძლიერის, კეთილდღეობის მიზნით და გისურვებთ, სიძლიერეს ევროპის მეგობრების რანგში. ეს ნდობა არის უცილობლად მნიშვნელოვანი, ისეთი მნიშვნელოვანი როგორც არასდროს," - განაცხადა შარლ მიშელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი