შესწორება „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესახებ მიღებულია - წერს კონგრესმენი უილსონი სოციალურ ქსელ იქს-ში. იგი მადლიერია, რომ მისი შესწორება „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესახებ მიღებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შესატანად.
შესწორების თანახმად, არცერთ ოფიციალურ პირს, ან მოხელეს არ შეუძლია რაიმე ქმედება და ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის აღიარება.
ჯო უილსონის განცხადებით, ამერიკის შეურაცხყოფა, კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერა არის ბილეთი ერთი მიმართულებით, რომელიც იზოლაციისკენ მიდის.