პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

20 აპრილი 2021, 15:18 804 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. 

მინისტრის თქმით, მათთან მიმართებაშიც იქნება დაცული ასაკობრივი ზღვარი, რაც ეროვნული ვაქცინაციის კალენდრითაა გათვალისწინებული.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პედაგოგებთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიღებული იყო გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესი ბავშვებისთვის  მერხთან, საკლასო ოთხში გაგრძელდეს.

"სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომელიც ყველაზე ბოლოს უნდა ჩაიკეტოს და ადრე გაიხსნას. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად. აქცია გაგრძელდება საქართველოს მასშტაბით"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე განმარტებით, პროცესში ჩართულია როგორც ჯანდაცვის, ისე განათლების სამინისტრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი