შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის აღდგენა იწყება. ამის შესახებ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა. თეა წულუკიანმა ისაუბრა პროექტის დეტალებზე, მისი თქმით, ამ პროცესში ჩაერთვება მუზეუმების თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდი. მინისტრის განმარტებით, სამი თვის ვადაში მათ უნდა მოამზადონ სამოქმედო გეგმა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მუზეუმის რეაბილიტაცია. მუზეუმი 140 ათასამდე ექსპონანტს ინახავს, თუმცა შენობის ავარიული მდგომაროების გამო, ისინი სხვადასხვა მუზეუმშია განთავსებული, ზოგი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო გამოფენებზეა წარდგენილი.