კორონავირუსის შემთხვევის გამო, აჭარაში კიდევ ერთი სკოლა დაიხურა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლაში კოვიდი მოსწავლეს დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებმა სასწავლო დაწესებულების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
განათლების სამინისტროს ცნობით, 20 აპრილის მონაცემებით აჭარაში სულ 6 სკოლაა დახურული. 28 კლასი კი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
დღეს აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.