ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ განახლებულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად "ევროპული საქართველოს" კვოტით გასული დეპუტატი არმაზ ახვლედიანი მივიდა.
მისი განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან.
"ბრძოლის ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, გადადის მეორე ეტაპზე, ბრძოლა დასასრულებელია, უნდა მოხდეს სრული დემონტაჟი არანორმალური სისტემისა და მე მზად ვარ სხვებთან ერთად ამ ბრძოლისთვის"-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.