მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ქედის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს ნახევარ მილიონ ლარს დახარჯავს. გეოლოგების დასკვნის შესაბამისად, საყრდენი კედლები და გაბიონები მოეწყობა, როგორც საცხოვრებელ სახლებთან ასევე საავტომობილო გზებზე. სამუშაოები სულ 30 ობიექტზე განხორციელდება. ტენდერი ამ ეტაპისთვის მახუნცეთისა და თემში ჩასატარებელი სამუშაოებისთვისაა გამოცხადებული.