ოპოზიციის განცხადებები 

18 აპრილი 2021, 20:37 989 ნახვა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს.

"სტრატეგია აღმაშენებელის"ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მედიატორებმა პარტიებს  რაციონალური და კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს.

"პირველ პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ორივე პოლიტპატიმრის საქმე უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, მითითებულია 43 %-ის აუცილებლობის აღება "ქართული ოცნების" მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტი არის მითითებული. ვფიქრობ ეს არის კომპრომისული ვარიანტი, რაც მედიატორებმა შემოგვთავაზეს", - განაცხადა ვაშაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მათთვის დოკუმენტი მისაღებია და მზად არიან ხელი მოაწერონ.

"დოკუმენტი არის მისაღები. მე შემიძლია, ვთქვა, „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით, რომ პოზიტიურად ვართ განწყობილი და მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს ხელი მოეწეროს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა, რომ შევთანხმდეთ“, - განაცხადა სამნიძემ.

პარტია „გირჩის“ ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, იმედია, პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ "გირჩი" პარლამენტში მარტო არ იქნება.

"არ ვიცი, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლოს დანიელსონმა დატოვა. ძალიან საინტერესოა, რადგან განცხადებები სხვადასხვა განცდას მიჩენს. სინამდვილეში ინფორმაცია არანაირი არ მაქვს. ჩვენ ჩვენი გეგმის შესახებ გამოცხადებული მაინც გვქონდა, ხვალ ჩვენ პარლამენტში მივდიოდით. იმედი მაქვს, რომ პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები" - განაცხადა მეგრელიშვილმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი