ქობულეთში ძმის მკვლელობისთვის მამაკაცი დააკავეს

17 აპრილი 2021, 12:25 1117 ნახვა

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1969  წელს დაბადებული დააკავა.დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  სოფელ ჩაისუბანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ძმა - 1977 წელს დაბადებული სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში