ძმებ წულუკიძეებსა და ჭელიძეებს სავარაუდოდ ბრალს დღეს წარუდგენენ. 6 ადამიანი გუშინ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დააკავეს. საუბარია 12 აპრილს მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელიც ნამახვაჰესის მშენებლობის საპროტესტო აქციაზე მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქის დასაცავად მათ 3 მოქალაქეს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს, დაპირისპირებისას დაზიანდა ავტომობილიც. დღეს დაკავებულების ახლობლები და ოჯახის წევრები ქუთაისში საპროტესტო აქციას გამართავენ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მათი პროცესი უნდა გაიმართოს.