ბათუმში, ამხანაგობა ,,ჩვენებურების" მცხოვრებლები აქციას მართავენ, ისინი ქიქავას ქუჩიდან აჭარის მთავრობის სახლისკენ მსვლელობას აწყობენ.
აქციის მონაწილეები, მთავრობის თავმჯდომარეს, "ენერგო პრო ჯორჯიაში" წარსადგენად ნებართვას სთხოვენ, რითაც ინდივიდუალურ აბონენტებად დარეგისტრირებას შეძლებენ.
რკინიგზის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ომის ვეტერანები და ეკომიგრანტები ცხოვრობენ. მათ საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ აქვთ, ამიტომ ისინი საერთო მოხმარების მრიცხველით სარგებლობენ.
მოსახლეობის თქმით, მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. ამხანაგობაში სულ, 74 ოჯახი ცხოვრობს.
ამხანაგობის წევრებმა ანალოგიური აქცია, გუშინ ღამითაც გამართეს.
"ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადებით, თუ მოსახლეობა შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს, მათი აბონენტად რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება.